Friday, July 11, 2014

ინტელის ტრენინგები

ძალიან კარგი ტრენინგები იყო,სასწავლო პროცესს სხვა თვალით შევხედე.კარგი ბევრი რამ არის,მაგ.,ელექტრონული ტესტირება რად ღირს.დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს და ინტელს.

მეცხრე დღე

თავიდან ძალიან ვინერვიულე,მეგონა,ჩემს პრეზენტაციას ისე ვერ წარვადგენდი, როგორც საჭიროა,ამასთან ვფიქრობდი,ტრენერი დაიწუნებს მას მეთქი,მაგრამ ასე არ მოხდა.მართლაც კარგი იქნება პრეზენტაციის ხშირად გამოყენება საგაკვეთილო პროცესში,რადგან მას ბევრის მოცემა შეუძლია.

Tuesday, July 8, 2014

მერვე დღე

უკვე გარკვეულ შედეგზე გავედი.პროექტის ჩემეული ვერსია თითქმის მოვამზადე,ვნახოთ რა გამომივა.

Saturday, July 5, 2014

მეშვიდე დღე

საკმაოდ საინტერესო სტრუქტურის ტესტი ვნახე,ბავშვებისათვის აღსაქმელად და სამუშაოდ ადვილია,ამასთან ჩვენს შრომასაც აიოლებს.ასეთი დამხმარე რესურსები ადრე ფუფუნება იყო.

Thursday, July 3, 2014

prezentacia

მეექვსე დღე

პრაქტიკული მეცადინეობა ყოველთვის საინტერესოა,მით უმეტეს კომპიუტერთან. პროექტი ისეთი ალბათ არ გამომივა,როგორიც ამერიკულია,თუმვა ჩემეულ ვერსიას მოვახერხებ.

Wednesday, July 2, 2014

მეხუთე დღე

ახლოვდება პროექტის პრეზენტაციის დღე,მე კი ჯერ კიდევ ცოტა მაქვს ნამუშევარი. ერთი რამ მინდა დავაზუსტო,პროექტი დავწერო როგორც ჩასატარებელი,ანუ მე ამას გავაკეთებ,ამას ჩავატარებ და ა.შ.,თუ როგორც უკვე ჩატარებული,ანუ ეს გავაკეთე, მოსწავლეებმა ეს გააკეთეს და ა.შ.

პრეზენტაცია

მეოთხე მეცადინეობა

თანდათან წინ მივიწევ,საკმაოდ რთულია.პრობლემას ქმნის დავირუსებული კომპიუტერები,სახლში ვერ ვმუშაობ,მაგრამ შემიძლია თუ რამე გავაკეთე, სკოლის კომპიუტერში შევიტანო

Saturday, June 28, 2014

მესამე მეცადინეობა

დავიწყე პროექტის წერა,თუმცა რესურსების დახმარების გარეშე ვერ შევძლებ,თუმცა აქაც საკმაოდ რთული წინადადებებია,ტრენერის იმედი მაქვს.

Wednesday, June 25, 2014

მეორე დღე

ნელ-ნელა მივყვები ტრენინგს.საკმაოდ რთული მასალაა,მაგრამ იმედიანად ვარ.

Friday, June 20, 2014

პირველი დღე

ველოდები ბევრი ახალი საკითხის მოსმენას,გაგებას,რაც აუცილებლად დამეხმარება მომავალ საქმიანობაში.ნებისმიერ სიახლეს ყურადღებით ვუსმენ,ვარ იმედიანად განწყობილი.